რატომ დარჩა თუშეთი ივნისშიც იზოლირებული?
23:16 - 08 ივნისი 2026ქვემო ალვანში თუშები გუშინ მეორედ შეიკრიბნენ. მოთხოვნა უცვლელია - თუშეთის ერთადერთი სამანქანო გზის გახსნის სამუშაოების დაჩქარება. თუმცა, ადგილობრივების პროტესტს ახმეტის მუნიციპალიტეტიდან რეაგირება არ მოჰყოლია: მოსასმენად არც მერი მივიდა, არც საკრებულოს თავმჯდომარე და არც რომელიმე სხვა ხელმძღვანელი პირი.