საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მარინე დაიაურის საქართველოს ამბავი

19:38 - 08 ოქტომბერი 2026 hits 1360

მარინე დაიაური სახლიდან ყოველ დილით შუბლზე ფანრით გადის და უკან მზით ბრუნდება. ზაფხულში სულ ადრე, ზამთარში ოდნავ მოგვიანებით იწყებს დღეს, მაგრამ მზეს ადგომას ყოველთვის 2-3 საათით ასწრებს. მერე ცხოველების დაპურება და დარწყულება, ერბოს მოხდა, რძის ჩაკვეთა, ყველის ამოყვანაა, რომელსაც დიდი ნასვრეტებისთვის რამდენიმე საათით ბავშვივით საბნებში ფუთავს. ასე იქმნება კულინარიული შედევრი, რასაც ჩვენ გუდის ყველს ვეძახით, - ძველი ვერტმფრენის კორპუსში მოწყობილ სამზადისში.

ქალაქში რომ ადამიანები გაღვიძებას იწყებენ, მარინე და ნიკო უკვე კარგად დაღლილები არიან. ახლა პურის ცხობა იწყება. აბა, არდოტში პურს სად იყიდიან?! მეზობელი რამდენიმე კილომეტრში ჰყავთ. პური რომ გამოცხვება, თივის ზვინს უნდა აშენება. მოკლედ, დღე ისე გადის, ჩვენსავით ფეისბუქის თვალიერების დრო არ რჩებათ. შეიძლება ამიტომაც არის სხვანაირი იმ ადამიანების აზრი და სიტყვა, რომლებიც ხევსურეთის უმკაცრეს და თან უმშვენიერეს მხარეში ცხოვრობენ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს „საქართველოს ამბები“.

თავში