ნავენახარს კი ვეღარ დაითვლი, გაველურებული და გატყევებულია უამრავი მიტოვებული ნაკვეთი.
ასეთ პირობებში რაჭაში დაბრუნებული ახალგაზრდა ოჯახი სანთლით საძებარია. ამიტომ, როდესაც „მთის ამბების“ ჯგუფი იმ მხარეში ხვდება, ლევან კერვალიშვილის ოჯახს მოკითხვის გარეშე არ ტოვებს. ლევანი მამა-პაპისეულ კერას 8 წლის წინ დაუბრუნდა. სორში მეუღლესთან და ორ პატარა შვილთან ერთად ცხოვრობს. უკვე რამდენიმე წელია ცდილობს, რაჭული ვაზის ჯიშებს საკადრისი პატივი დაუბრუნოს და ცოცხალი, ნამდვილი, მართალი ღვინო ჩამოასხას.
იპოვა თუ არა ბედნიერება ქალაქიდან გაქცეულმა ახალგაზრდა კაცმა - ნახეთ ლევან კერვალიშვილის საქართველოს ამბავი.