არჩევნების შემდეგ ყაზბეგს სასმელი წყალი არ მიეწოდება - მოსახლეობამ რუსეთის გზა გადაკეტა
21:14 - 05 ნოემბერი 202426 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დაბა სტეფანწმინდას, სადაც ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და 200-მდე სხვადასხვა ზომის სასტუმრო ფუნქციონირებს, სასმელი წყალი არ მიეწოდება. ადგილობრივებმა დღეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან უშედეგო შეხვედრის შემდეგ, საქართველო-რუსეთის გზა გადაკეტეს.