„აწარმოე საქართველოში“ წინასაარჩევნოდ მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალ პროგრამას იწყებს
17:53 - 09 სექტემბერი 20242024 წლის 16 სექტემბრიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 500 000 ლარამდე შემოსავლის მქონე როგორც არსებულ, ასევე დამწყებ მეწარმეებს.