საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ასლან ჭანიძის საქართველოს ამბავი

13:08 - 27 ივნისი 2026 hits 1242

მე ღირსებას არ ვყიდი, მე ვყიდი ვაშლს - ეს ვაშლის გამყიდველის განცხადება არ არის. ასე აგვიხსნა თავისი ცხოვრების ახალი თავის არსი კაცმა, რომელიც 1995 წლიდან სამოქალაქო სექტორში მუშაობს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ოფისის ერთ-ერთი პირველი ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე, მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ადამიანის უფლებების დასაცავად. მოგვიანებით ის განათლების საერთაშორისო ცენტრისა და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ხელმძღვანელი გახდა. მას მრავალი საგანმანათლებლო თუ სხვა სახის პროექტი აქვს განხორციელებული, დღეს კი პატარა ჯიხურში სოფლის ნობათს და ხელნაკეთ ნივთებს ყიდის.

„წვიმიან ამინდში ბათუმში ვარ, აქციაზე, დანარჩენ დროს კი, აქო“

ხელვაჩაურის მშვენიერ სოფელზე მიგვითითებს ჩვენი რესპონდენტი. ნაჩუქარი მაცივარი, ერთი ყავის აპარატი და ერთი საჩირე, სულ ესაა ასლან ჭანიძის ბიზნესინვესტიცია. ატმის, ვაშლის, ალიბუხარის თუ სხვა სეზონური ხილის ჩირს საკუთარი ხელით ამზადებს. იქვე ნათესავების თაფლს და მეზობლების მურაბებს ყიდის და საკუთარი 50 ძირი თხილის მოსავალსაც ელოდება.

მთისა და ზღვის ჰაერის ნაზავით განთქმულ მირვეთში, აჭარის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში, მყუდრო, მწვანეში ჩაფლული ჭოროხის ნაპირებით, ასლანმა გვიმასპინძლა და მოგვიყვა, როგორ გაიზარდნენ მის ხელში ადამიანები, რომლებიც ჯერ აბაშიძის მეხოტბეები იყვნენ, მერე სააკაშვილის, ახლა კი ივანიშვილის ფინიები არიან. გაიხსენა ის გზა, რომელსაც ასე დაარქვა - „როგორ მოვხვდი ენჯეოდან ბუტკაში“. ასეთია ასლან ჭანიძის საქართველოს ამბავი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საქართველოს ამბები.

საქართველოს ამბები

თავში