პოლიციამ მოძრაობის „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ ერთ-ერთი წევრიც დააკავა
17:45 - 12 ივნისი 2024მარტვილის პოლიციამ დღეს, 12 ივნისს, დააკავა მოძრაობის „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ წევრი, 30 წლის ინდიკო ბჟალავა. მის წინააღმდეგ პოლიციას საჩივრით, ბალდის კანიონის მცველებზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილის, გელა ხურცილავას მეუღლემ მიმართა.