ყაზბეგის ცენტრში მშენებარე ობიექტი გერგეტის სამების და მყინვარწვერის ხედს ფარავს
19:02 - 19 იანვარი 2017ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ყაზბეგის ცენტრში კომერციული დანიშნულების ობიექტის მშენებლობა კი შეაჩერა, მაგრამ დამკვეთი ელიზბარ ჯანუყაშვილი მშენებლობის გაგრძელებას ითხოვს. მშენებარე ობიექტი ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელიც ტურისტულად ხალხმრავალი ადგილია, თითქმის მთლიანად ფარავს გერგეტის სამების და მყინვარწვერის ხედს.