თუშეთში ლაშა პაპაშვილის სასტუმროში კანალიზაციის მოწყობას ბიუჯეტი დააფინანსებს
13:46 - 07 იანვარი 2017მუნიციპალური განვითარების ფონდმა 915 ათასი ლარი გამოყო თუშეთში სოფელ ომალოს წყლის მიწოდების სისტემის გაუმჯობესებისა და სასტუმრო „სამზეო“-ს საკანალიზაციო და წყლის სისტემის მოწყობისათვის. სასტუმრო „სამზეო“, რომლის მშენებლობაც უკვე დასრულებულია, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის საკუთრებაა.