საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მოთხილამურეთა ოცნებაში დაკარგულები - გერმანელმა ტურისტებმა ბახმაროზე ვიდეო რგოლი გადაიღეს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

10:24 - 07 მარტი 2017 hits 18587

გერმანელმა ექსტრემალმა მოთხილამურეებმა, რომლებიც ზამთარში ბახმაროში იმყოფებოდნენ, კურორტზე 4-წუთიანი ფილმი - მოთხილამურეთა ოცნებაში დაკარგულები გადაიღეს.

ბახმარომ ზამთრის სეზონზე დამსვენებლები წელს პირველად მიიღო. კურორტზე 60-მდე უცხოელი ტურისტი იმყოფებოდა. მათ შორის იყო გერმანელი ბიზნესმენი ინგუ შლუტიუსი, რომელიც ბახმაროში ინვესტიციის ჩადებით და იქ სასტუმროს აშენებით დაინტერესდა.

როგორც გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ www.mtisambebi.ge-სთან საუბარში განაცხადა, ბახმაროს განვითარების მიზნით კომპლექსური ღონისძიებები უკვე დასახულია, განვითარების გენერალური გეგმაც შემუშავებულია და ის სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დამტკიცდება. ინფრასტრუქტურული პროექტების მოწესრიგება მაისიდან დაიწყება.

გეგმის თანახმად, ბახმარომ ზამთრის სეზონზე დღეში 8 000-მდე, ხოლო  ზაფხულში 15 ათასამდე დამსვენებლის მიღება უნდა შეეძლოს.

ბახმარო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, აჭარა-გურიის მთაგრეხილზე, ზღვის დონიდან 2050 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ბახმაროს ტერიტორია ერთგვარი ქვაბულია, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის საუკუნოვანი ხეებით, შემდეგ კი ულამაზესი ალპური ზონა იწყება.

აღმოსავლეთიდან ბახმაროს ლენჭის სერი (2505 მეტრი) ესაზღვრება, სამხრეთიდან კი საყორნიას (2755 მ) და ფაფარას (2656 მ) მწვერვალები. დასავლეთის მხრიდან კურორტის ტერიტორია გახსნილია, რაც ხელს უწყობს ხეობაში ზღვის ჰაერის შემოსვლას. ეს კი თავის მხვრივ ხელს უწყობს ზღვისა და მთის კლიმატის საუკეთესო შეხამებას. ზამთარში თოვლის საფარი ძალიან მაღალია (4-5 მ) და რჩება 6 თვემდე. ბახმაროს კლიმატი ეფექტური სამკურნალო საშუალებაა სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში