ყაზბეგის ცენტრში სასტუმროს მშენებლობა შეჩერებულია
17:06 - 17 იანვარი 2017ყაზბეგის ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობა, რომელიც ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლიდან გერგეტის სამების და მყინვარწვერის ხედს თითქმის მთლიანად ფარავს, შეჩერებულია. როგორც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობაში “მთის ამბებს” განუცხადეს, მესაკუთრემ სანებართვო პირობები დაარღვია.