ალექსანდრე ყაზბეგის მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო
10:29 - 09 თებერვალი 2017დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო. მუზეუმის განახლების სამუშაოებს მსოფლიო ბანკი 1 მლნ 549 ათასი ლარით აფინანსებს.
„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.
დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო. მუზეუმის განახლების სამუშაოებს მსოფლიო ბანკი 1 მლნ 549 ათასი ლარით აფინანსებს.
ყაზბეგის რაიონის სოფელ ცდოს ტერიტორიაზე 110 კვ-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობის კანონიერებას მცხეთის რაიონული სასამართლო 2017 წლის 16 თებერვალს განიხილავს. ეს საქმის პირველი სასამართლო განხილვა იქნება. ცდოში ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ნებართვის გაუქმების მოთხოვნით მცხეთის სასამართლოში სარჩელი ზუსტად ერთი წლის წინ შევიდა.
გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. „მთის ამბების“ ინფორმაციით, გათავისუფლებას წინ მინისტრსა და სააგენტოს თავმჯდომარეს შორის უთანხმოება უძღოდა.
გარემოს დაცვის სამინისტრომ ფშავში შვლის მოკვლაში მხილებული ბრაკონიერის, 32 წლის ალექსანდრე ოგანოვის ვიდეოჩვენება გაავრცელა. ბრაკონიერი ამბობს, რომ ტყეში ყოფნისას ხმა გაიგო, მგელი ეგონა, ესროლა და შველი აღმოჩნდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრაკონიერი იმ დროს დააკავეს, როცა დანაწევრებული შველი გადაჰქონდა.
ბრაკონიერობის კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგლის მიმდებარედ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონადირეთა 6 კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლებსაც უკვე მოპოვებული და დანაწევრებული შველი აღმოაჩნდათ.
ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული სკოლა 565 მოსწავლეზეა გათვლილი.
გამოცემა The Guardian უშგულს ვრცელ სტატიას უძღვნის. სტატიაში აღნიშნულია, რომ უშგული ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებული სოფელია, იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი სვანური კოშკები კი ამ სოფელს ზღაპრულ შეგრძნებას მატებს.
ბრაკონიერების მიერ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დაჭრილი შვლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეროვნული პარკის დირექტორის, ლევან თაბუნიძის თქმით, შველი მანამდე მოკვდა, ვიდრე საოპერაციოდ თბილისში გადაიყვანდნენ.
გამომცემლობა „კლიომ“ ახალი წიგნი - „საქართველოს ბუნების 100 საოცრება“ გამოსცა. ახალ წიგნში აღწერილია საქართველოს ბუნების 100 ღირსშესანიშნავი ადგილი. წიგნის ავტორი თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი გიორგი დვალაშვილია.
თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოებს 2020 წლის 1 იანვრამდე შპს „გერალი“ განახორციელებს. კომპანიამ საგზაო სამუშაოების შესყიდვის მიზნით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა.