პროტესტი აჩხოტში - „მოვკვდებით და წყალს არ დავთმობთ“
19:32 - 08 მარტი 2017ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჩხოტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა მტკნარი წყალი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა. აჩხოტის მოსახლეობა აუქციონის შეწყვეტას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასშტაბური პროტესტით იმუქრება.