სოფელ ხოვლეს ტყეში ტყის მცველის გვამი იპოვეს
00:41 - 27 თებერვალი 2017შიდა ქართლში, სოფელ ხოვლეს ტყეში, 1969 წელს დაბადებული კ.ყ.-ს გვამი იპოვეს. კასპის პოლიციის სამმართველოს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ კ.ყ. ტყის მცველი იყო და ის სახლიდან მიმდინარე წლის 25 თებერვალს გავიდა.