მთაზე მორგებული პროფესიული სასწავლებელი ფშავ-ხევსურეთს
18:21 - 15 დეკემბერი 2018მესაქონლეობა ფშავ-ხევსურეთში შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა, მთელ მხარეს კი ერთი ვეტერინარიც არ ჰყავს. ქვეყანაში კვალიფიციური ვეტერინარების დეფიციტია, მთაში მცხოვრებ ახალგაზრდებს კი პროფესიულ განათლებაზე ხელი არ მიუწვდებათ.