ქურციკების გადასარჩენად სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აიკრძალა
15:48 - 11 თებერვალი 2019გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, 2019 წლის 13 თებერვლიდან, დედოფლისწყაროს რაიონში, სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დროებით აკრძალა. სამინისტროს ინფორმაციით, მონიტორინგმა გამოავლინა, რომ სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქურციკის აღდგენის პროექტის განხორციელებას.