საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ლიქოკის ხეობაში ადგილობრივები გზაზე ზვავებს ბენზოხერხით ჭრიან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:18 - 02 აპრილი 2019 hits 6380

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ლიქოკის ხეობის სოფლებთან დამაკავშირებელი სამანქანო გზის გახსნას ადგილობრივები საკუთარი ძალებით ცდილობენ და ზვავებს ბენზოხერხითა და ნიჩბებით ჭრიან.

როგორც „მთის ამბებს“ ჭალისოფელში მცხოვრებმა დავით ლიქოკელმა უთხრა, საგზაო სამსახურს და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს რამდენჯერმე მიმართა, რომ გზა ზვავებისგან გაეწმინდათ: „ჯერ ტენდერი უნდა გამოცხადდეს, რასაც ერთი თვე მაინც დასჭირდებაო.

მითხრეს, რომ საწვავი არ აქვთ და გზას ვერ გაწმენდენ, 200 ლიტრი ჩაგვისხიო.

სად მქონდა მე ამდენი საწვავი. წინა წლებშიც არაერთხელ გაგვიწმენდია გზა ასე, საკუთარი ძალებით. აბა რა ვქნათ? ბავშვები სკოლაში დადიან და ზვავებზე ხომ ვერ ვატარებ?“

ლიქოკის ხეობა პირაქეთა ხევსურეთშია. ხეობის 7 სოფელში, სულ 4 ოჯახიღაა დარჩენილი, ერთი ჭალისოფელში, ორი აკუშოში და ერთიც კეოში. კარწაულთა, ბოქჩვილო და მაღრანი უკვე ნასოფლარებია. ბავშვები მხოლოდ ჭალისოფელში ცხოვრობენ. დავით ლიქოკელსა და დარიკო მურღოევს 5 შვილი ჰყავთ, მათგან 4 ბარისახოს სკოლაში სწავლობს. ჭალისოფელი ბარისახოდან 9 კილომეტრშია. ბავშვები ბარისახოში კვირა საღამოს ჩადიან, სასწავლო დღეებში პანსიონში ცხოვრობენ და სახლში პარასკევ საღამოს ბრუნდებიან.

საავტომობილო გზების კონტრაქტორი კომპანიის, ბარისახოს საგზაო სამსახურის უფროსის ზურა არაბულის განცხადებით, მათ მხოლოდ ბარისახო - შატილის გზის მოვლა-პატრონობა ევალებათ, თუმცა შესაძლებლობების ფარგლებში მოსახლეობას სხვა ხეობებშიც ეხმარებიან. 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში