საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მთის სათემო ორგანიზაციების გაძლიერების პროექტი იწყება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:47 - 02 აპრილი 2019 hits 9919

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით, სამოქალაქო აქტივობების ცენტრი მთის სათემო ორგანიზაციების გაძლიერების პროექტს იწყებს. პროექტის მიზანია თუშეთის, პანკისის, ფშავ-ხევსურეთის, მთიულეთის, გუდამაყრისა და ხევის მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობა.

„პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ პარტნიორ სათემო ორგანიზაციებთან ერთად. ოთხ რეგიონში უკვე შერჩეული გვყავს პარტნიორი ორგანიზაციები: თუშების სათემო საბჭო, პანკისის უხუცესთა კავშირი, მთის სათემო ქსელი (ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაცია). ასევე, მიმდინარეობს გუდამაყრის სათემო ორგანიზაციის რეგისტრაციის პროცესი. რაც შეეხება მთიულეთსა და ხევს, ვითანამშრომლებთ დაინტერესებულ ახალგაზრდებთან, რომლებსაც ხელს შევუწყობთ სათემო ორგანიზაციების დაფუძნებაში, გამოცდილების გაზიარებასა და განვითარებაში. მათთან ერთად დავგეგმავთ მოსახლეობასთან შეხვედრებს, რათა გავაგრძელოთ მთაში მცხოვრებთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების გამოკვეთა და მოგვარების გზების ძიება“, - უთხრა „მთის ამბებს“ პროექტის კოორდინატორმა თორნიკე შევარდნაძემ.

პროექტის ფარგლებში, ოთხ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, სამოქალაქო აქტივობების ცენტრი სათემო ორგანიზაციებთან და ინტერნეტგამოცემა „მთის ამბებთან“ ერთად ადვოკატირების კამპანიებს განახორციელებს.

ახმეტის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილია მოქალაქეთა ელექტრონული ჩართულობის პლატფორმების დანერგვაც (ონლაინ პეტიციები).

ასევე, გაიმართება მთის სათემო ორგანიზაციების ფორუმი, რომლის თემაც იქნება სამიზნე რეგიონებში ეკოტურიზმის განვითარება, მასში ადგილობრივების, განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობის გაუმჯობესება და მხარდამჭერ პროგრამებზე ხელმისაწვდომის გაზრდა.

მთის სათემო ორგანიზაციების წევრებისთვის გაიმართება სემინარები. მოწვეული სპეციალისტები მათ ასწავლიან პროექტის წერას და დონორების მოძიებას; ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვას და წარმატებით განხორციელებას; თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გამოყენებას; ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მათი შესაძლებლობების, ცნობადობის, გავლენის გაზრდას, თვითორგანიზებას და რეგიონულ თანამშრომლობას.

პარტნიორი სათემო ორგანიზაციებისთვის შეიქმნება ახალი, ორენოვანი, მულტიმედიური ვებგვერდები და მოხდება მათი ტექნიკური მხარდაჭერა.

„გვსურს ხელი შევუწყოთ მთის სათემო ორგანიზაციების ჩართულობას მთის ეროვნული საბჭოს მუშაობასა და საქართველოს 2019-2023 წლების მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის განხორციელების პროცესში.

დღეისათვის, მთის ეროვნული საბჭოს მუშაობაში არცერთი სათემო ორგანიზაცია არ მონაწილეობს. ამ პროცესში მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობების საჭიროებებს გადაწყვეტილებების მიმღებ პირებამდე მიიტანენ“, - აღნიშნავს თორნიკე შევარდნაძე.

პროექტის აქტივობებს ინტენსიურად გააშუქებს „მთის ამბები“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში