ბორანოს მომზადების წესსა და ტრადიციას ძეგლის სტატუსი მიენიჭა
12:48 - 14 მარტი 2019საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, ბორანოს მომზადების წესსა და ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ბორანო ტრადიციული აჭარული კერძია, ესაა იაღში ჩალბობილი ყველი.