საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მოქალაქის ვიდეოს შემდეგ დუშეთის მერიამ ლიქოკის ხეობაში ზვავებისგან გზა გაწმინდა

17:57 - 04 აპრილი 2019 hits 4613

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ლიქოკის ხეობაში, ჭალისოფლამდე მისასვლელი გზა ზვავებისგან მას შემდეგ გაწმინდა, რაც „მთის ამბებზე“ გამოქვეყნდა მოქალაქე-რეპორტიორის მიერ გადაღებული ვიდეო, საიდანაც ჩანს, რომ ადგილობრივები ზვავებს ბენზოხერხით ჭრიან და გზის გახსნას საკუთარი ძალებით ცდილობენ.

ლიქოკის ხეობაში სამანქანო გზა ზვავებისგან რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო ჩაკეტილი. ხეობის მცხოვრებლებმა გზის გაწმენდის მოთხოვნით მუნიციპალიტეტის მერიას მიმართეს, თუმცა მათი თქმით, უარი მიიღეს იმ მიზეზით, რომ სატენდერო პროცედურა დასრულებული არ იყო. ლიქოკელებმა ზვავები ბენზოხერხით გაჭრეს და გზა ისე გახსნეს.

მოქალაქე-რეპორტიორის მიერ მოწოდებული ვიდეო „მთის ამბებზე“ 2 აპრილს გამოქვეყნდა. 3 აპრილს, დუშეთის მერიის ორგანიზებით ბარისახო-ჭალისოფლის 9 კილომეტრიანი გზა ზვავებისგან და ნაშალისგან სრულად გაიწმინდა.

ლიქოკის ხეობა პირაქეთა ხევსურეთშია. ხეობის 7 სოფელში, სულ 4 ოჯახიღაა დარჩენილი, ერთი ჭალისოფელში, ორი აკუშოში და ერთიც კეოში. კარწაულთა, ბოქჩვილო და მაღრანი უკვე ნასოფლარებია. ბავშვები მხოლოდ ჭალისოფელში ცხოვრობენ. დავით ლიქოკელსა და დარიკო მურღოევს 5 შვილი ჰყავთ, მათგან 4 ბარისახოს სკოლაში სწავლობს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში