დავით წიკლაური გუდამაყრიდან - 100 წამი მთის ამბებზე
21:24 - 01 მარტი 2019ახალგაზრდებიდან, რომლებმაც გუდამაყარში დაბრუნება და მცირე ბიზნესის დაწყება გადაწყვიტეს, ერთ-ერთი 29 წლის დავით წიკლაურია. დათო ეკოტურიზმის განვითარებით არის დაინტერესებული. ზანდუკში, სახლში, სადაც ახლა მხოლოდ ზაფხულობით არიან, საოჯახო სასტუმროს მოწყობას აპირებს.