კონფლიქტი გუდაურში ქართველ და რუს პარაპლანისტებს შორის
21:50 - 09 ივნისი 2018დაბა გუდაურში ქართველმა პარაპლანისტებმა რუს მფრინავს, ფიოდორ ჩელიშევს სცემეს. დაზარალებულს ექიმებმა ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს. რუს მფრინავს ცხვირიც გატეხილი აქვს.
„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.
დაბა გუდაურში ქართველმა პარაპლანისტებმა რუს მფრინავს, ფიოდორ ჩელიშევს სცემეს. დაზარალებულს ექიმებმა ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს. რუს მფრინავს ცხვირიც გატეხილი აქვს.
„დღევანდელი გუდაური გაიზრდება სამჯერ, მაგრამ ეს იქნება კანონზომიერად დაგეგმილი და განვითარებული კურორტი, სადაც იქნება ყველა საჭირო სივრცე, არა მხოლოდ მოსრიალეთათვის; ის ასევე უპასუხებს მსოფლიოში არსებულ დღევანდელ ტრენდს, რაც გამოიხატება იმაში, რომ სათხილამურო კურორტებზე არამოთხილამურეთა სტუმრობა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება“, -…
„თუშეთში განხორციელებული პროექტი არის არაჩვეულებრივი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ინტერნეტსაზოგადოების, მთავრობის, მოსახლეობის, ასევე სხვადასხვა კერძო კომპანიების თანამშრომლობის საფუძველზე უახლესი ტექნოლოგიები დაინერგოს იქ, სადაც ეს ტექნოლოგიები არასდროს ყოფილა, სადაც ინტერნეტზე წვდომა არასდროს ჰქონიათ. ამ მოდელის გამოყენება შეიძლება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში“,…
ერთი მოსწავლე და ერთიც მასწავლებელი - სოფელ კიკიბოს დაწყებით სკოლაში აღარავინ დარჩა 8 წლის რამინ გობაძის და ნანა მაცაბერიძის გარდა. რამდენიმე წელია სკოლა მეტალის კონტეინერშია. წელს სოფელი სამმა ოჯახმა დატოვა. მიგრაციას ხელს ისიც უწყობს, რომ სოფლამდე, რომელიც რაიონული ცენტრიდან 25…
„დოიჩე ველე აკადემიის“ (DWA) მხარდაჭერით, Mtisambebi.ge აცხადებს კონკურსს ზურგჩანთიანი ჟურნალისტიკის სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად. სასწავლო კურსი გაიმართება 16-22 ივლისს, თუშეთში ან ხევსურეთში.
პირიქითა ხევსურეთთან, შატილის თემთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა გაიხსნა. შატილამდე მსუბუქი ავტომობილითაც ახვალთ.
საქართველო თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა გახდა. გადაწყვეტილება დღეს საბერძნეთის კურორტ კოსტა ნავარინოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის 51-ე სათხილამურო კონგრესზე მიიღეს.
მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტის ფარგლებში, ციხე-სოფლის ზედა უბნის სრული რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურული მოწყობა უახლოეს დღეებში, ხევსურეთის გზის გახსნისთანავე დაიწყება. შუა და ქვედა უბნის 20-მდე ციხე-კოშკი უკვე აღდგენილია.
თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა, სოფელ ხისოსთან დიდი რაოდენობით კლდოვანი მასის მოწყვეტისა და მდინარე ალაზნის დაგუბების გამო, წელსაც დაგვიანებით, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაიხსნება.
მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ჭიათურის, საჩხერის, ხარაგაულის, ბორჯომის, მარნეულის, ქარელის, ბაღდათისა და ტყიბულის კიდევ 14 სოფელს მიენიჭა.