საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მთავრობამ ბახმაროს დაბის სტატუსი მიანიჭა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:46 - 18 იანვარი 2019 hits 17222

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გურიაში ბახმაროს დასახლებას დაბის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„მთელი ეს წლები ბახმაროს არ ჰქონდა დასახლების სტატუსი, რაც ზღუდავდა კურორტის განვითარებას და იქ ინვესტიციების ჩადებას. მას უკვე აქვს სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ ექნება თვითმმართველობის სტრუქტურები და წვდომა საერთაშორისო დაფინანსებაზე.

ბახმაროს მზარდი პოტენციალიდან გამომდინარე, ჩვენც დიდი გეგმები გვაქვს. უკვე შემუშავებულია სივრცითი განვითარების გეგმა და ვმუშაობთ ეკონომიკური განვითარების გეგმაზე, რათა სწორად განვსაზღვროთ კურორტის ინფრასტრუქტურული პრიორიტეტები.

შარშან დავიწყეთ და უკვე 5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული ელექტრომომარაგების პროექტში, რაც ბახმაროს დიდი ხნის პრობლემაა. წელს ეს პროექტი დასრულდება და 2400 კომლს ექნება მუდმივი ელექტრომომარაგება. ასევე ვგეგმავთ ცენტრალური სკვერის მოწყობას და სხვა საინტერესო პროექტებს, რაც გაახარებს როგორც ადგილობრივებს, ისე დამსვენებლებს“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ბახმარო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი კურორტია. მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 1926 - 2050 მეტრის სიმაღლეზე. გეგმის თანახმად, ბახმარომ ზამთრის სეზონზე დღეში 8 000-მდე, ხოლო ზაფხულში 15 ათასამდე დამსვენებლის მიღება უნდა შეძლოს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში