1-ლი იანვრიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 5-ჯერ გაიზრდება
19:03 - 03 ნოემბერი 2018სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვების დახმარება, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ხუთჯერ გაიზრდება და ბავშვიანი ოჯახები ამჟამად არსებული 10-ლარიანი დახმარების ნაცვლად, ყოველთვიურად 50-ლარიან დახმარებას მიიღებენ. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა 140 000-მდე ბავშვს შეეხება.