კობი გუდაურის საბაგირო გზით ყაზბეგში ტურისტების რაოდენობის ზრდას ელოდებიან
14:35 - 04 მარტი 2018კობი-გუდაურის დამაკავშირებელი ახალი საბაგირო გზის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში დასრულდება. 7.5 კილომეტრიანი გზის გავლა 15 წუთში იქნება შესაძლებელი. ზამთარში, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების დროს, როცა ჯვრის უღელტეხილზე გამავალი საავტომობილო გზა ჩაკეტილია, მსურველები ყაზბეგიდან გუდაურში გადასვლას საბაგიროთი შეძლებენ.