საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

კობი-გუდაურის 7 კილომეტრიანი საბაგირო გზა გაიხსნა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:14 - 19 იანვარი 2019 hits 4856

კობი-გუდაურის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 7 კმ-ზე მეტია და საათში 2800 მგზავრს მოემსახურება. იმის გათვალისწინებით, რომ ეს მარშრუტი ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარეობს, მის გარშემო სათხილამურო გზაზე სრიალი გვიან გაზაფხულამდე იქნება შესაძლებელი.

ტურისტული მიზნების გარდა, კობი-გუდაურის ახალი საბაგირო გზა დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების დროს, ადგილობრივ მოსახლეობას უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებასაც მისცემს.

ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, ბოლო 2 თვეში გუდაური-კობის გზაზე ავტომობილების მოძრაობა 15 დღის განმავლობაში იყო შეწყვეტილი. უამინდობის დროს ყაზბეგთან დაკავშირება ზოგჯერ ვერტმფრენითაც შეუძლებელია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საბაგირო ხელს შეუწყობს რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ გაზრდის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობას.

„ბოლო 6 წლის განმავლობაში გუდაურში ტურისტების რაოდენობა 500 პროცენტით გაიზარდა. ეს ძალიან დიდი წარმატებაა, მაგრამ არ არის საკმარისი. ჩვენ გვსურს, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები იყოს მსოფლიოში საუკეთესო. გუდაური წლევანდელ სეზონს შეხვდა ძალიან ბევრი სიახლით, მაგრამ ეს პროექტი მართლაც უნიკალურია. მისი რეალიზაციის შედეგად ჩვენ შევძლებთ კობის, გუდაურისა და სტეფანწმინდის ერთ კლასტერად განვითარებას. შვეიცარიისა და ავსტრიის საუკეთესო კურორტებმა სწორედ აღნიშნული სტრატეგიის რეალიზაციის მეშვეობით შეძლეს საუკეთესო შედეგების მიღწევა და დარწმუნებული ვარ, ჩვენც მივუახლოვდებით ჩვენი ევროპელი მეგობრების დონეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კობი-გუდაურის ახალი საბაგირო გზის გახსნისას.

კობი-გუდაურის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობას ერთი წელი დასჭირდა. აშენდა 111 გონდოლიანი 3 საბაგირო გზა, რომელიც 6 სადგურის მეშვეობით კობიდან გუდაურის საბაგირო სისტემას უკავშირდება. პროექტი 81 მილიონი ლარით საქართველოს მთავრობამ დააფინანსა. სამუშაოები ქართულმა და ფრანგულმა კომპანიებმა („ფერი“ და „პომა“) შეასრულეს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რთული საინჟინრო სამუშაოები, მათ შორის - ბაგირების გაჭიმვა, უცხოელი სპეციალისტების უშუალო ზედამხედველობით მოხდა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში