საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ჰოლივუდის პროდიუსერები საქართველოში კინოწარმოების პოტენციალს სწავლობენ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

00:43 - 28 აპრილი 2019 hits 5104

ჰოლივუდის ცნობილი კომპანიების HBO-ს და Universal Pictures-ის წარმომადგენლები, ასევე, დამოუკიდებელი ლოკაციის მენეჯერები, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალს სწავლობენ. მათ უკვე დაათვალიერეს ყაზბეგის რამდენიმე სოფელი, გერგეთის სამება, უძველესი ციხე-სიმაგრეები, შატილის კოშკები და სვეტიცხოველი.

ამერიკელ კინომწარმოებლებს ისეთ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი როგორებიცაა: „TRANSFORMERS“, „ STAR WARS: The Force Awakens“, „SKY FALL“, “NEVER LET ME GO“ და ა.შ.

ტურის ფარგლებში, 28 აპრილიდან 1-ლი მაისის ჩთვლით, ამერიკელი პროდიუსერები ესტუმრებიან თბილისს, რუსთავს, ჭიათურას, უფლისციხეს, ციხისძირსა და ბათუმს.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, ქვეყანაში კინოინდუსტრიის წახალისებას და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების ცენტრად ქცევას.

სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამისადმი „გადაიღე საქართველოში“ ინტერესი საკმაოდ მაღალია. 2016 წლიდან 20 განაცხადია შესული. უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროექტების ჯამური ინვესტიციის მოცულობა 39.8 მლნ ლარია. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი ან სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში