საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ფრიდონ კვანჭიანი სვანეთიდან - 100 წამი მთის ამბებზე

14:24 - 26 აპრილი 2019 hits 1592

ზუგდიდი-მესტიის ცენტრალურ გზას ენგურის მარჯვენა მხრიდან უყურებენ, მაგრამ იმის გამო, რომ მდინარეზე ხიდი არ არის, სოფელ იდლიანამდე 8 კილომეტრს გადიან, ხშირად ფეხით. გადასახვევიდან იდლიანის თემის სოფელ ლებურცხილამდე მანძილი უფრო მეტია, 13 კილომეტრი.

ადგილობრივი მკვიდრი, 58 წლის ფრიდონ კვანჭიანი ამბობს, რომ იდლიანის თემის სოფლები იდლიანი, ლებურცხილა, ნაშიხვი და ჭალე ჩიხშია მოქცეული. მდინარეზე ხიდის არქონის და ცუდი გზის გამო, სოფელში ვერც ტურიზმი ვითარდება.

„ხიდი გვქონდა ენგურზე, რომელიც ცენტრალურ გზას გვაკავშირებდა, მაგრამ როცა დატბორეს, წყალში მოჰყვა. ლამაზი მთებიც გვაქვს, კარგი ადგილებიც, მაგრამ გამვლელი ვერ შემოდის, ჩიხში ვართ. ხიდი თუ არ იქნება, დაიცლება სოფელი, წავა ხალხი აქედან. ხიდი და გზა რომ არ არის, სოფელში სიდუხჭირე შემოდის“, - უთხრა ფრიდონ კვანჭიანმა „მთის ამბებს“.

იდლიანის და ხაიშის თემებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ჯვარიდან (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ემსახურება. ჯვარი ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზეა. ფრიდონ კვანჭიანი ამბობს, რომ ჯვარიდან იდლიანამდე მისასვლელად სასწრაფოს საათნახევარი მაინც სჭირდება: „ამასობაში შეიძლება მოკვდე კაცი და ვერ გადარჩე“.

იდლიანსა და ხაიშში, რომელიც 21 სოფელს მოიცავს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთი ჯგუფის გამოყოფას ითხოვენ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში