„მთის ამბების“ რედაქტორმა შს სამინისტროს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა
16:56 - 11 ოქტომბერი 2023ონლაინგამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორმა შინაგან საქმეთა სამინისტროს და დუშეთის პოლიციის სამმართველოს განყოფილების უფროსის ტარიელ ჩიხაშვილის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. გელა მთივლიშვილი ცილისწამების ფაქტის დადგენას და პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის საჯაროდ უარყოფას ითხოვს.