მოსახლეობა ითხოვს გაუქმდეს ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების გადაცემის გადაწყვეტილება
16:17 - 08 სექტემბერი 2023რაჭის საზღვრისპირა სოფლების ჭიორას, ღების, გლოლის და ნიგავზების მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებას მოსთხოვეს, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება, რომლითაც ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის პარტნიორს დავით ხიდაშელს, რაჭასა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყე 49 წლით გადასცეს.