გუდაურში სათხილამურო სეზონი 17 დეკემბერს გაიხსნება
14:42 - 30 ნოემბერი 2016გუდაურის სამთო–სათხილამურო კურორტზე სეზონი სავარაუდოდ 17 დეკემბერს გაიხსნება. მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის სანდრო ონოფრიშვილის განცხადებით, სეზონის გახსნა თოვლის მოსვლაზეა დამოკიდებული. თუ საკმარისად არ მოთოვა, მაშინ მხოლოდ პირველი სათხილამურო ტრასა იმუშავებს, რომლის ხელოვნური გათოვლიანებაც არის შესაძლებელი.