თუშეთის დაცულ ლანდშაფტში ხე-ტყის დამზადების სპეციალური წესები ამოქმედდება
14:43 - 14 დეკემბერი 20162017 წლის 1 იანვრიდან თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ხე-ტყის რესურსის მოპოვების სპეციალური წესი ამოქმედდება. შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში შევიდა.