საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

The Guardian უშგულის შესახებ სტატიას აქვეყნებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:01 - 06 თებერვალი 2017 hits 7171

გამოცემა The Guardian უშგულს ვრცელ სტატიას უძღვნის. სტატიაში აღნიშნულია, რომ უშგული ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებული სოფელია, იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი სვანური კოშკები კი ამ სოფელს ზღაპრულ შეგრძნებას მატებს.

„ორი ციცაბო მთის მწვანე ფერდობებს შორის კრისტალურად სუფთა მდინარე მოედინება. სოფლის ვიწრო და ტალახიან ქუჩებში ცხენებზე ამხედრებულები ბავშვები დადიან, ხოლო მოხუცი ქალები ძროხებს წველიან. ეს ძმები გრიმების ოცნება იყო. ჩვენი სასტუმროს ფანჯრიდან შხარა მოჩანდა - საქართველოს ყველაზე მაღალი მწვერვალი, რომლის სიმაღლეც 5000 მეტრს აღწევს და რომელიც აგვისტოშიც კი თოვლით იყო დაფარული.

ზღაპრულ შეგრძნებას ამ სოფელს 30 უძველესი ქვის კოშკი მატებს. მათი უმეტესობა მეცხრე-მეთორმეტე საუკუნეებშია აგებული. კოშკებს ოჯახები მტრისგან თავის დასაცავად იყენებდნენ,“ - წერია სტატიაში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ უშგული საქართველოს ცენტრიდან შორს მდებარეობს, სოფელი ტურისტებს კარგ მომსახურებას სთავაზობს. „ბევრი ადგილობრივი საკუთარ სახლში ოთახებს აქირავებს (ჩვენ ერთ ღამეში 7 გირვანქა სტერლინგი გადავიხადეთ), შესაძლებელია ეზოში კარავის ჩადგმაც. იქვეა რამდენიმე პატარა კაფეც, სადაც ქართული ღვინო, ხაჭაპური და არომატული წვნიანები შეიძლება დააგემოვნოთ“, - წერს ავტორი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში