რატომ იზიდავს და აფრთხობს ტურისტებს თუშეთის გზა
17:11 - 19 ივლისი 2017თუშეთის გზა თავისი სილამაზითა და ხედებით მთაში ტურისტებსაც იზიდავს და აფრთხობს კიდეც რთული და საშიში მონაკვეთების გამო.
„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.
თუშეთის გზა თავისი სილამაზითა და ხედებით მთაში ტურისტებსაც იზიდავს და აფრთხობს კიდეც რთული და საშიში მონაკვეთების გამო.
ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის გუდანი–შატილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მაღალი გამავლობის მანქანებისთვის აღდგენილია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
თუშეთში, დართლოდან სოფელ ჩიღოსთან დამაკავშირებელი დაახლოებით 7 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო. აქამდე ჩიღოში მისვლა მხოლოდ საცალფეხო ან საცხენოსნო ბილიკებით შეიძლებოდა. სოფელს არსებობის მანძილზე სამანქანო გზა არასდროს ჰქონია.
პირიქითა ხევსურეთთან დამაკავშირებელი გზა ე.წ. გუროს ნაწვეთრებიდან შატილამდე 8 ადგილას მდინარე არღუნს აქვს წაღებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე გზის აღდგენის ზუსტ დროს ვერ ასახელებს.
პირიქითა ხევსურეთში, გუროს ხეობაში დაკარგული ტურისტები იპოვნეს. ისრაელის სამი მოქალაქე, რომლებმაც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დახმარებისთვის გუშინ, გვიან ღამით მიმართეს, უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ამის შესახებ „მთის ამბებს“ მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა განუცხადა.
პირიქითა ხევსურეთში, გუროს ხევთან მაშველები და პოლიციის თანამშრომლები ამერიკელ ტურისტებს ეძებენ. „მთის ამბების“ მოქალაქე–რეპორტიორის ინფორმაციით, ტურისტები ე.წ. sos შეტყობინებით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გუშინ, 6 ივლისს, დაახლოებით 21:30 სააათზე დაუკავშირდნენ და დახმარება ითხოვეს. წინასწარი ინფორმაციით, დაკარგულია 5 ტურისტი, ძირითადად აშშ–ს…
გურიაში მდებარე მაღალმთიან კურორტ ბახმაროს 2017 წლის 5 ივლისიდან რეკრეაციული ტერიტორიის სტატუსი მიენიჭა.
კონგოში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი სამხედრო მფრინავის სოსო ოსორაულის ძმა, გიორგი ოსორაული ვიდეომიმართვას ავრცელებს. გიორგი ოსორაულის განცხადებით, მისი ძმა დღემდე კონგოში ტყვეობაში იმყოფება. გიორგი ოსორაული ჯარისკაცებს, ვეტერანებს, პოლიციელებს, გულშემატკივრებს მოუწოდებს 7 ივლისს, 19:00 საათზე, თბილისში, გმირთა მოედანზე შეიკრიბონ.
პრემიერ–მინისტრმა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი დანიშნა. ზაუტაშვილი 2013-2017 წლებში იყო „კასტელ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი, 2005-2013 წლებში „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ რეგიონალური რეალიზაციის მენეჯერი.
„თაია სულ მარტოს მეყოლა ბახაოში. ჩემი ქმარიც არ იყო მაშინ სახლში, ხიდს აკეთებდა სხვა სოფელში. მახსოვს, იმ ღამეს მოთოვა და მთა ჩაიკეტა. ექიმთანაც ვერ მივედი. არც მანამდე მიმიღია არანაირი კონსულტაცია“, – 47 წლის მარინე დაიაური მშობიარობის ამბავს იხსენებს. თაია ახლა…