ანდაქის ხეობაში ცეცხლი რამდენიმე ჰექტარზეა გავრცელებული
21:40 - 23 აგვისტო 2017პირიქითა ხევსურეთში, ანდაქის ხეობაში, სოფლების ბახაოს და ანდაქის ტერიტორიაზე, ასევე ხიდოტნის მთაზე ცეცხლი რამდენიმე ჰექტარზეა გავრცელებული. ბახაოში ტოლხა ზვიადაურის საცხოვრებელი სახლი და საქონლის სადგომი დაიწვა. ძირითადად სათიბ საძოვრები იწვის, თუმცა დღეს საღამოს ცეცხლი ბახაოს თავში ფიჭვნარსაც მოედო.