ნიკო არდოტელს სასაზღვრო პოლიციიდან აღარ გაათავისუფლებენ
12:49 - 21 აპრილი 2017პირიქითა ხევსურეთის სოფელ არდოტის ერთადერთ მუდმივ მცხოვრებს ნიკო არდოტელს, სასაზღვრო პოლიციიდან აღარ გაათავისუფლებენ. ნიკო არდოტელის მეუღლის, მარინე დაიაურის თქმით, ნიკოს სასაზღვრო პოლიციის ბარისახოს სამმართველოს ხელმძღვანელობა დაუკავშირდა და უთხრეს, რომ მას „ზღვრული ასაკის“ შესრულების შემდეგ, მეკავშირედ დაასაქმებენ.