საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

Mtisambebi.ge

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

თუშეთის გზაზე მდგომარეობა გაუარესდა საზოგადოება

თუშეთის გზაზე მდგომარეობა გაუარესდა

თუშეთთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე არსებული მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ბოლო კვირის განმავლობაში, მცოცავი ქანები გააქტიურდა და დაახლოებით 200 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასები ჩამოიშალა.

EBRD–ის დირექტორთა საბჭომ დაადასტურა, რომ დარიალი ჰესი დარღვევებით აშენდა გარემოს დაცვა

EBRD–ის დირექტორთა საბჭომ დაადასტურა, რომ დარიალი ჰესი დარღვევებით აშენდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დამოუკიდებელი გასაჩივრების მექანიზმმა დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ საჩივარი დარიალი ჰესის პროექტთან მიმართებაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე მუგუდაში არსებულ ვითარებას გაეცნო საზოგადოება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე მუგუდაში არსებულ ვითარებას გაეცნო

ხანდოს ხეობის მოსახლეობის მოთხოვნებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯომარე გაეცნო. ანა ნაცვლიშვილმა, სოფელ მუგუდაში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, სამართლებრივი დავის დაწყებას არ გამორიცხავს.

პატრიარქი მთიულების და მოხევეების პროტესტზე ხელისუფლებას მიმართავს საზოგადოება

პატრიარქი მთიულების და მოხევეების პროტესტზე ხელისუფლებას მიმართავს

დუშეთისა და ყაზბეგის რაიონებში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ხელს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე აწერს.

თუშეთის გზაზე ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე დაშავდა საზოგადოება

თუშეთის გზაზე ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე დაშავდა

თუშეთის გზაზე, აბანოს უღელტეხილს იქით ზვავი ჩამოწვა. ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე დაშავდა. რამდენიმე საათის შემდეგ დაშავებული საავადმყოფოში გადმოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„მთის ამბები“ სათანამშრომლოდ იწვევს ახალგაზრდებს რეგიონებიდან საზოგადოება

„მთის ამბები“ სათანამშრომლოდ იწვევს ახალგაზრდებს რეგიონებიდან

Mtisambebi.ge „დოიჩე ველე აკადემიის“ (DWA) მხარდაჭერით, მულტიმედია წარმოების სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად და სათანამშრომლოდ იწვევს ახალგაზრდებს საქართველოს რეგიონებიდან, განსაკუთრებით სვანეთიდან, ლეჩხუმიდან, მთიანი აჭარიდან, ჯავახეთიდან და თრიალეთიდან.

დუშეთის მუნიციპალიტეტში იაფი ტრანსპორტის პროგრამა ამოქმედდა საზოგადოება

დუშეთის მუნიციპალიტეტში იაფი ტრანსპორტის პროგრამა ამოქმედდა

დუშეთის მუნიციპალიტეტში 27 მიმართულებით კვირაში ორჯერ ან ერთხელ იაფი ტრანსპორტი იმოძრავებს. მგზავრობის ღირებულება 50 თეთრიდან 1 ლარამდეა. იაფი ტრანსპორტით სარგებლობა დუშეთის რაიონში გადაადგილების მსურველ ყველა პირს შეუძლია, მათ შორის ტურისტებსაც, რომლებსაც გუდამაყრის, ფშავის, პირაქეთა ხევსურეთის ან სხვა სოფლების დათვალიერება სურთ.

შატილის გზა გაიხსნა საზოგადოება

შატილის გზა გაიხსნა

პირიქითა ხევსურეთთან, შატილთან დამაკავშირებელი გზა გაიხსნა. ჟინვალი–ბარისახო–შატილის გზის 92–ე კილომეტრზე, „გუროს კლდეებთან“ მცირე რაოდენობით ზვავია დარჩენილი, თუმცა მაღალი გამავლობის მანქანები თავისუფლად გადაადგილდებიან. შატილს იქით გზა ღია მუცოს ჭალამდეა, მუცომდე 6 კილომეტრია დარჩენილი.

ფოტო: ლაშა ღლონტი საზოგადოება

ფოტორეპორტაჟი გურიის და აჭარის მაღალმთიანი, გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლებიდან

გომისმთა, თავპატარა, შვეილა, ახოსეილა – ეს მაღალმთიანი გურიისა და აჭარის სოფლებია, რომლებიც დიდთოვლობისა და უგზოობის გამო 6 თვის განმავლობაში გარესამყაროს არის მოწყვეტილი. მოლაშქრე ლაშა ღლონტმა ამ სოფლებში იმოგზაურა და „მთის ამბებისთვის“ ფოტორეპორტაჟი მოამზადა.

როგორი იქნება გუდაურის „გადასახედი“ რეაბილიტაციის შემდეგ ბიზნესი

როგორი იქნება გუდაურის „გადასახედი“ რეაბილიტაციის შემდეგ

ყაზბეგში, გუდაურის სარეკრეაციო ზონაში განთავსებული ე.წ. „გადასახედის“ რეაბილიტაციისა და მიმდებარე ტერიტორიის დაგეგმარების სამუშაოებზე, პირველ ეტაპზე, სავარაუდოდ 644 500 ლარი დაიხარჯება. სამუშაოების შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი ყაზბეგის გამგეობამ 2017 წლის 4 მაისს გამოაცხადა.

გვერდი 102 სულ 126
თავში