რიონის ხეობაში გადაადგილების შეზღუდვა სასამართლოში გაასაჩივრეს
18:16 - 22 ივლისი 2021„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ (ყოფილი EMC) შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. მოსარჩელე ითხოვს, სამინისტრომ ნამოხვანისკენ მიმავალ გზებზე ჩაყენებული საპოლიციო ძალები რიონის ხეობიდან გაიყვანოს და მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების საშუალება მისცეს.