არჭილოში დაბრუნებულ ხევსურებს „მთის ამბები“ სახლების გადახურვას დაუფინანსებს
11:13 - 15 სექტემბერი 2021საქართველო-რუსეთის საზღვართან, ხევსურეთის სოფელ არჭილოში საცხოვრებლად დაბრუნებულ ამირან და მამუკა ზვიადაურებს, „მთის ამბები“ ტრადიციული წესით ახალაშენებული სახლების გადახურვას სრულად დაუფინანსებს. ორივე სახლს ჭერი თოვლის მოსვლამდე უნდა ჰქონდეს.