წამებში გამქრალი სოფელი ხახიეთი - ჯავა-რაჭის მიწისძვრიდან 30 წლის შემდეგ
16:57 - 01 მაისი 2021„მიწა სკდებოდა ჩემს ფეხქვეშ. მეგონა, ბომბი ჩამოაგდეს. ვკიოდი, სკოლაში ბავშვები დაიხოცებოდნენ მეთქი. გამოვრბოდით მეც და მშობლებიც. გზის პირას სახლები მიწასთან იყო გასწორებული. მტვრის ბუღი იდგა. მიწა ღმუოდა. სკოლა დანგრეული დაგვხვდა. შესვენების დროს ბავშვები გარეთ ყოფილან. ორმა ვერ გამოასწრო და დაიღუპნენ,…