რუს ტურისტებთან დაპირისპირების საქმეზე ცოტნე ჯაფარიძე სამართალდამრღვევად ცნეს
20:59 - 01 მარტი 2023მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე რეზო ნადოიმ, გუდაურში რუს ტურისტებთან დაპირისპირების საქმეზე სამოქალაქო აქტივისტი და ტურისტული კომპანია „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე სამართალდამრღვევად ცნო წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ეპიზოდში კი ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა. მოსამართლემ ჯაფარიძეს სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.