ჩქუმი-ქულბაქის გზაზე მეწყერმა მასწავლებელი გელა ლიპარტელიანი იმსხვერპლა
12:58 - 22 თებერვალი 2023ლეჩხუმში, სოფლების ჩქუმი-ქულბაქის დაკამავშირებელ სამანქანო გზაზე მეწყერში მოყოლილი მამაკაცი, რომელიც მაშველებმა გარდაცვლილი ამოიყვანეს, მასწავლებელი გელა ლიპარტელიანია. ის ინგლისურ ენას ჩქუმის, ზუბისა და ისუნდერის სკოლებში ასწავლიდა.