მთავრობამ პარაპლანით ფრენის დროებითი წესი დაამტკიცა
18:04 - 08 მაისი 2023მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე დროებითი წესი დაამტკიცა, რომელიც საქართველოში პარაპლანით კომერციულ, არაკომერციულ და საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენებს არეგულირებს. დროებითი წესი არ ვრცელდება ექსპერიმენტულ და საჩვენებელ ფრენებზე, თუმცა, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ასეთი სახის ფრენების შესრულებაზე გარკვეული მოთხოვნები განისაზღვრება.