საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სტიქიის ზონაში ამბროლაურის პოლიციის თანამშრომელი მირიან ჭელიძე გარდაიცვალა

16:30 - 07 აგვისტო 2023 hits 13767

ამბროლაურის პოლიციის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი, 48 წლის მირიან ჭელიძე გარდაიცვალა სტიქიის ზონაში, სადაც ის სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში საზოგადოებრივ წესრიგს იცავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.

სამინისტრო მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს  გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს.

რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე 3 აგვისტოს მოვარდნილმა გლაციალურმა ღვარცოფმა კურორტი თითქმის მთლიანად გაანადგურა, ამ დროისთვის ნაპოვნია 18 ცხედარი, დაახლოებით ამდენივე დაკარგულად მიიჩნევა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში