საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ლენტეხი-ლასდილის გზის მშენებლობა დაიწყო

16:35 - 30 მარტი 2017 hits 3626

ლენტეხი-ლასდილის დამაკავშირებელი 12-კილომეტრიანი გზის მშენებლობა დაიწყო.

„სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია და გზის ეს მონაკვეთი წელსვე დასრულდება. ლასდილი ადგილია არმისული უშგულამდე. აპრილში ტენდერი გამოცხადდება ამ გზის გაგრძელებაზე. ისიც 12-კილომეტრიანი მონაკვეთია. ამ მონაკვეთის მშენებლობაც წელს დაიწყება, მაგრამ, სავარაუდოდ, წელსვე ვერ დასრულდება. გზა გაივლის 36 სოფელს, მათ შორის, საყდარს, მარგვიშს და ლაშხეთის თემის სოფლებს. ამ მონაკვეთის მშენებლობა იძლევა საშუალებას, რომ ადამიანი ცაგერი-ლენტეხის გავლით, უმოკლესი გზით მოხვდეს მესტიაში,“ - უთხრა „მთის ამბებს“ ლენტეხის გამგებელმა, ამირან ჯამბურიძემ.

ლენტეხი-ლასდილის გზა ლენტეხი-მესტიის გზის ნაწილია. ამავე გზის ნაწილია უღვირი-უშგულის 10-კილომეტრიანი მონაკვეთიც, რომლის მშენებლობაც სვანეთში ერთი კვირის წინ დაიწყო. გზას ტენდერში გამარჯვებული კომპანია - „მამისონი“ აგებს.

ლენტეხი-მესტიის 35-კილომეტრიანი საავტომობილო გზის და 6-კილომეტრიანი გვირაბის პროექტზე, რომელზეც სს „ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“ მუშაობს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ 688 ათას 848 ლარია გამოყოფილი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში