საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სნოს ხეობაში მოსახლეობა საპროტესტო აქციას გამართავს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:28 - 11 აპრილი 2017 hits 6334

12 აპრილს, ოთხშაბათს, ყაზბეგის რაიონში, სნოს ხეობის სოფლების სნოს, ახალციხის და კარკუჩას მცხოვრებლები საპროტესტო აქციას გამართავენ. მოხევეები ითხოვენ, ხელისუფლებამ სნოს ხეობის დასახლებულ პუნქტებს აარიდოს 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი, რომლის მშენებლობის დაწყებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. აქცია სოფელ ახალციხეში 14:00 საათზე დაიწყება.

აქციის მონაწილეები ადგილზე იბარებენ მუნიციპალიტეტის გამგებელს, საკრებულოს თავმჯდომარეს, მაჟორიტარ დეპუტატს და რეგიონის გუბერნატორს.

„მაღალი ძაბვის ხაზები ზედ სოფელზე უნდა გაატარონ, საცხოვრებელი სახლებიდან რამდენიმე მეტრში. ისეთ გაჭირვებაში ვცხოვრობდით, ზვავები, წყალი გადმოვარდებოდა, არსად არ წავსულვართ და ახლა ამ რუსეთთან დამაკავშირებელი ხაზის გამო უნდა ავსახლდე და სადღაც წავიდე? არ წავალ! სადაც ანძების დადგმას აპირებენ, იქ გვაქვს ნაკვეთები, იქ მოგვყვავს კარტოფილი, ლობიო. სოფლის აქეთ არაფერია. საერთოდ ვერაფერს ვეღარ მოვიყვანთ. ყველა უარზეა, არცერთი აქაური არ არის თანახმა. არ გავუშვებთ, არ გავატარებინებთ მაგას. შეიძლება აქ მკვლელობა მოხდეს“, – ამბობს კარკუჩას მცხოვრები ტარიელ მარსაგიშვილი.

„ამ ლამაზი სოფლების დანგრევა და გაუბედურება შეიძლება? გააკეთონ ის მაღალი ძაბვა, მაგრამ ააცილონ სოფლებს, ხალხს. ჩვენ ტრანზიტად ნუ გამოგვიყენებენ. ძალიან ვიწრო ხეობაა და არაფრით არ შეიძლება, დავიხოცებით. აქ რომ მაღალი ძაბვა გამოიყვანონ, სნოს ხეობა აღარ იქნება“, – ამბობს დეზდემონა მარსაგიშვილი.

მედიისთვის საკონტაქტო პირი, შოთა ბუჩუკური. ტელ: 599 32 11 70

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში