საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რომელი პროექტები დაფინანსდება მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

10:47 - 21 აპრილი 2017 hits 6266

საქართველოს მთავრობის განკარგულებით 17 მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. თანხის ძირითადი ნაწილი - 4 923 173 ლარი, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან გამოიყოფა, ხოლო შესაბამისი მუნიციპალიტეტები პროექტების თანადაფინანსებას საკუთარი ბიუჯეტიდან მოახდენენ.

აღნიშნული განკარგულების თანახმად, სულ 111 992 ლარი დაიხარჯება დუშეთის მუნიციპალიტეტში ოშპიტელი-გუდამაყრის საავტომობილო გზის მოასფალტებაზე. მათ შორის, 106 392 ლარი მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან გამოიყოფა.

ყაზბეგში, გუდაურის ტერიტორიაზე არსებული „გადასახედის“ რეაბილიტაციისთვის 643 883 ლარი უნდა გამოიყოს, აქედან 500 000 ლარი - ზემოაღნიშნული ფონდიდან.

350 576 ლარის სამუშაოები იგეგმება თიანეთის მუნიციპალიტეტში, სადაც 2 პროექტი განხორციელდება: ოფელ ტუშურებიდან სოფელ ჯერვალიძეებთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, რაზეც 185 030 ლარია გამოყოფა, და სოფლების - ზურაბების, დორეულებისა და ვაძათხევას წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, რომელიც 165 546 ლარით უნდა დაფინანსდეს.

საჩხერის მუნიციპალიტეტში 500 000 ლარი დაიხარჯება სოფელ ცხამის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე. 361 695 ლარით წყლის სისტემის რეაბილიტაციაა დაგეგმილი სოფელ უსახელოში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფელ გოლათუბნის გზის მობეტონებაზე 170 274 ლარი დაიხარჯება.

219 599 ლარი გამოიყოფა ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღებში ნაპირსამაგრის მოწყობისთვის. 350 000 ლარია გათვალისწინებული ქალაქ ცაგერში ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მშენებლობისთვის.

ადიგენის მუნიციპალიტეტში, ადიგენი–უდე–არალის შიდა სახელმწიფოებრივი გზიდან სოფელ გორგულიდან შოშხოთის მიმართულებით გზის მოასფალტებაზე 275 000 ლარია გათვალისწინებული. ასპინძაში, სოფელ ივერიაში გზის რეაბილიტაციისთვის 283 000 ლარი. ქალაქ ახალქალაქის კულტურის სახლის გათბობის სისტემის მოწყობისთვის 196 448 ლარი. ახალციხის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ქალაქ ვალეს საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, რისთვისაც 383 500 ლარი გამოიყო. ქალაქ ნინოწმინდაში გოგოლის ქუჩის მოასფალტებაზე 272 419 ლარი.

დაბა მანგლისში თამარ მეფის, სტალინის, დემეტრაშვილის ქუჩებზე საკანალიზაციო სისტემის მოწყობაზე 332 500 ლარი დაიხარჯება.

გორის მუნიციპალიტეტში სოფელ მერეთიდან სოფელ ზარდიაანთკარამდე მისასვლელი გზის მოასფალტებისთვის 333 277 ლარი გამოიყოფა. ქარელის მუნიციპალიტეტში გვერძინეთი–ქოზიფას გზის მოასფალტებაზე 315 000 ლარი. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლში ბეტონის გზის და სანიაღვრე არხების მოწყობაზე 300 000 ლარი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში