საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

თუშეთის გზაზე მანქანა ხევში გადავარდა, მძღოლი დაიღუპა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:38 - 04 აგვისტო 2021 hits 16444

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 35-ე კილომეტრზე, დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლიდან, ჯიპის მარკის მანქანა ხევში გადავარდა. მძღოლი და ერთი მგზავრი ომალოდან ალვანში ბრუნდებოდნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა მძღოლი, სოფელ ზემო ალვანის მკვიდრი 70 წლამდე მამაკაცი. მგზავრი დაშავდა. ის 21 წლის არის და გერმანიის მოქალაქეა. დაშავებული თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

კლინიკის დირექტორის ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, პაციენტს ჰემატომა და მრავლობითი დაჟეჟილობები აქვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

თუშეთის გზა ევროპაში ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალშია. ფშაველიდან ომალომდე გზის სიგრძე 72 კილომეტრია და გავლას 4 საათი სჭირდება. მდინარე სტორის ხეობამდე გზა მოასფალტებულია. სტორის ხეობიდან გზის დიდი ნაწილი კლდეებსა და მთებზეა გაჭრილი. ბევრ ადგილას ორი მსუბუქი მანქანა ერთმანეთს გვერდს ვერ უქცევს. გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, ზღვის დონიდან 2950 მეტრზე. ავტოსაგზაო შემთხვევები თუშეთის გზაზე თითქმის ყოველ წელს ხდება და უმეტესად, მსხვერპლით სრულდება. ავარიების გამომწვევი მიზეზები ძირითადად ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა, მანევრირების წესების დარღვევა და მოძრაობის სიჩქარის გადაჭარბებაა.

ქვემო და ზემო ომალოს დამაკავშირებელი გზიდან მანქანა დაახლოებით 10 დღის წინაც გადავარდა. მძღოლი ნასვამი იყო. ის მსუბუქად დაშავდა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში