საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რობერტ ციცქიშვილი გუჯარეთის ხეობიდან - 100 წამი მთის ამბებზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:14 - 13 ნოემბერი 2019 hits 16374

გუჯარეთის ხეობაში სულ ცხრა სოფელია. ადრე აქ ეთნიკური ოსები ცხოვრობდნენ. მათ სახლები 90-იანი წლების კონფლიქტის დროს დატოვეს. ამ ტერიტორიებს ახლა იალაღებად იყენებენ. ხეობის ცხრა სოფლიდან მუდმივი მცხოვრები მხოლოდ სამს ჰყავს.  

ერთსართულიანი ხის სახლიდან, ყეფის ხმაზე, მძიმე ნაბიჯით გამოდის. ძაღლებს ამშვიდებს და სახეს იჩრდილავს, რომ მოულოდნელ სტუმარს უკეთ დააკვირდეს. შორიდან მესალმება და ეზოში მეპატიჟება. 87 წლის რობერტ ციცქიშვილი სამცხე-ჯავახეთის სოფელ გვერდისუბნის ერთადერთი მუდმივი მცხოვრებია. წლევანდელ ზამთარს მარტო ხვდება - მეუღლე ავადმყოფობის გამო შვილიშვილებთან გადავიდა საცხოვრებლად, სეზონურად ამოსული მეზობლებიც რამდენიმე დღეში დატოვებენ ხეობას და ბარში დაბრუნდებიან.

გვერდისუბნიდან წასვლა არ უნდა - აქაც არ ვარ ცუდად და შვილიშვილებს ტვირთად რატომ დავაწვეო, ამბობს, თუმცა ელექტროენერგიის უქონლობას უჩივის, - „შარშან დამპირდნენ გაგიკეთებთო და წელს არ აკეთებენ შუქსა ჯერ. ბოსელში რომ შევდივარ, საღამოთი ვერ ვწველი ძროხასა. შუქი თუ არ გაქვს, სიბნელეში დაინახავ რამესა?!“

უშუქობასთან ერთად სოფელს უგზოობაც უჭირს. რობერტ ციცქიშვილი გვიყვება, რომ რამდენიმე კვირის წინ, მეუღლე გაუხდა ავად, მაგრამ სასწრაფოს მანქანა სოფლამდე ვერ ავიდა.

სასწრაფოი... რომ გახდა ცუდადა კიმოთამდე ჩამოიყვანეო და კიმოთში დაგხვდებითო. აი, ეხლა წარმოიდგინე შენა, კიმოთიდანა ამოხვედი შენა და რომელი ორგანიზმი მოითმენს იმასა, რომ გადაიტანოს ეს ავადმყოფობაი. ბევრს მოხვედრია ესეთი ამბავი, რომ მკვდარი წაუყვანიათ ხოლმე აქედანა, თუ კი ორდიფერიანი და სამდიფერიანი არ ჰყავთ, რა მოხელეა ისა, აქ თუ ეგეთი მანქანა არ მისცეს“ - რობერტი კიმოთად მოიხსენიებს სოფელ ტიმოთესუბანს, სადამდეც გვერდისუბნიდან 14 კილომეტრია.

ავტორი - ჯემის კვარაცხელია

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში