საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ილო ლობჯანიძე რაჭიდან - 100 წამი მთის ამბებზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:30 - 23 ნოემბერი 2019 hits 23664

რაჭის „საზღვრისპირა სოფელ ბაჯიხევის დაცლის ტემპმა ბოლო 10-15 წელში იმატა. აქაც რთული საცხოვრებელი პირობებია მიზეზი. სოფელი ონიდან 18 კილომეტრშია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მხარეს. ბაჯიხევში, სადაც მძიმე ზამთარია, მხოლოდ მოხუცები არიან დარჩენილი. ყველაზე ასაკოვანი 92 წლის ილო ლობჯანიძეა.

ილო ბაბუა 85 წლის მეუღლესთან ერთაც ცხოვრობს. 18 კილომეტრიანი რთულად გასავლელი გზა ზამთარში უფრო რთულდება. თოვლისგან ზოგჯერ იწმინდება, მაგრამ ონში ჩასასვლელად და უკან სოფელში დასაბრუნებლად, 120 ლარის გადახდა უწევთ.

წუხს, რომ ახალგაზრდები აღარ ჩერდებიან და მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიან „ესიც ახლა ძალიან ნაკლებადო“, იძახის.

„ჩვენი მოსაზღვრეები არიან ოსები, საფრთხე ჯერჯერობით არ ყოფილა ისეთი, როგორიც ქართლის რაიონებშია, მაგრამ ისე მოსალოდნელი კი არის“, - ამბობს ილო ბაბუა და გასულ წლებში მომხდარ ინციდენტს იხსენებს, როცა ოსებმა 12 სული საქონელი გაიტაცეს.

ხეობაში, სადაც ბაჯიხევი მდებარეობს, ცხმორის თემის კიდევ 2 სოფელია - ფსორი, სადაც 2014 წლის აღწერის მონაცემებით 2 კაცი და 4 ქალი ცხოვრობს და ღუნდაში, სადაც 6 კაცი და 6 ქალია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში